კომბატანტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომბატანტები (ფრანგული combattant – მეომარი, მებრძოლი), მებრძოლები; საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მეომარი მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბრძოლაში.

კომბატანტებს მიეკუთვნებიან აგრეთვე ლაშქრის, მოხალისეთა რაზმების მთელი შემადგენლობა, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები, აგრეთვე მოსახლეობა, რომელმაც სტიქიურად მოკიდა ხელი იარაღს მტრის მოახლოებისას.

კომბატანტებად არ ითვლებიან, ე.ი. არაკომბატანტები არიან სამხედრო ჟურნალისტები, სამედიცინო, საინტენდანტო, სამხედრო-იურიდიული და სხვა მომსახურე პერსონალი. არაკომბატანტებზე ვრცელდება ომის კანონები და ჩვეულებები, თუ მათ აქვთ სამხედრო ხელისუფლების სათანადო მოწმობა.

კომბატანტებისა და არაკომბატანტების შესახებ არსებული წესების დარღვევა განიხილება, როგორც საერთაშორისო დანაშაული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები