კომენტარი (ტექსტის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომენტარი(ლათ. commentarius შენიშვნები, ჩანაწერები, განმარტებები), რომელიმე ნაწარმოების, პირადი წერილებისა და მემუარების ტექსტის, მისი ცალკეული ადგილის, სტრიქონის, გამოთქმის და ა. შ. ახსნა, განმარტება, ან ვარიანტების აღნიშვნა.

კომენტარებს, ჩვეულებრივ, ურთავენ მწერალთა ნაწარმოებების აკადემიურ გამოცემებს. იგი ხშირად შენიშვნების სახით იბეჭდება და გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოიცავს ცნობებს ნაწარმოებთა შექმნისა და გამოცემის ისტორიიდან. აგრეთვე კომენტარებში შეაქვთ ცნობები ნაწარმოებში, მემუარებში, პირად წერილებში ნახსენებ ისტორიულ მოვლენებზე, ფაქტებზე, პირებზე, საკუთარ სახელებზე, გეოგრაფიულ ადგილებზე და ა. შ.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები