კომერციული შენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკდონალდსის შენობა ქ. ბათუმში, საქართველო

კომერციული შენობაშენობა, რომელიც გამოიყენება ბიზნესის საწარმოებლად და მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს:
1. ადმინისტრაციული – შენობა, სადაც განთავსებულია კომერციული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ოფისები;
2. სავაჭრო – შენობა (სავაჭრო ცენტრი, მეგამოლი, პავილიონი), სადაც განთავსებულია სავაჭრო საწარმოები (მაღაზია, სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი);
3. საგამოფენო – შენობა გამოფენების მოსაწყობად კომერციული ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე საგამოფენო ბიზნესის საწარმოებლად;
4. კომერციული - შენობა კომერციული საწარმოების (ფაბრიკა, ქარხანა) განსათავსებლად, რომელთა გამოშვებულ პროდუქციას კომერციული ორგანიზაცია იყენებს გასაყიდად;
5. დამხმარე – შენობა, რომელშიც განთავსდება სხვადასხვა დამხმარე სამსახურები (მაგ., გარაჟი კორპორაციული ავტოტრანსპორტისათვის), რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის (მეპატრონის) ძირითად საქმიანობას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები