კომორბიდობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომორბიდობა - აღნიშნავს ორი დაავადების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობას.

ფსიქიატრიაში კომორბიდობა აღნიშნავს აშლილობის/დარღვევის ერთდროულ მოცემულობას. ის შეტანილია ცხრილში აშკარად გამოხატული ფიზიკური პათოლოგიისა და ფსიქიკური სიმპტომების ერთდროული მოცემულობის აღსანიშნად, რადგან ასეთ დროს პაციენტებს, ჩვეულებრივ, უსვამენ როგორც სომატური დაავადების, ისე ფსიქიკური დაავადების დიაგნოზს (Kisely and Goldberg, 1996).

პრაქტიკაში, ამ დიაგნოზთაგან ვერც ერთმა შეიძლება ვერ მიგვიყვანოს ეფექტურ მკურნალობამდე, რადგან ფსიქიატრიულ ან ზოგად სამედიცინო დიაგნოზზე ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე დიაგნოზის უგულებელყოფა. ამის მაგალითია დეპრესიის უგულებელყოფა სომატური დაავადების მქონე პაციენტებთან, რაც გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს (Sharpe et al., 2004).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები