კომპოზიტი აბს/პბტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომპოზიტი აბს/პბტ – აბს პლასტიკისა და პოლიბუტილენტერეფთალატის ნარევი – ხისტი, დარტყმამედეგი ამორფული ან კრისტალური მასალა. ტემპერატურის ზემოქმედებით არ იცვლის გეომეტრიულ ზომებს, აქვს კარგი დიელექტრიკული თვისებები და ქიმიური მედეგობა. ადვილად გადამუშავდება. მედეგია ნახშირწყალბადების, ბენზინის, ზეთების, საგოზავების, განზავებული მჟავებისა და ტუტეების მიმართ.