კომპოზიცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპოზიცია – (ლათ. compositio – შედგენა, შეთხზვა), თხზვა, ახალი ლექსიკური ერთეულების წარმოქმნა ორი ან მეტი ფუძის (სიტყვის) შეერთებით. ამავე მოვლენას ეკუთვნის ერთი და იმაეე ფუძის განმეორება, ანუ რედუპლიკაცია. თხზვის შედეგად წარმოიქმნება რთული სიტყვა, ანუ კომპოზიტი. თხზვეის პროცესს სხვადასხეა ენის სიტყვაწარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

კომპოზიცია მოქმედი პროცესია ენის განვითარების ყველა ქრონოლოგიურ დონეზე. შეერთებულ ფუძეთა ურთიერთკავშირის სიმყარით თხზული სახელები ენობრივად სულ სხვადასხვაგვარ ვითარებას წარმოგვიდგენენ. რთული სიტყვის კომპონენტთა სემანტიკური თავისთავადობა თუ ზოგ შემთხვევაში შენარჩუჩებულია, ანუ კომპოზიტის მნიშვნელობა უდრის კომპონენტების მნიშენელობათა ჯამს (ნელ-ნელა, მთა-ბარი, თეთრ-წვერა.), ხშირად კომპოსიტის მნიშვნელობაში კომპონენტთა სემანტიკა აღარ შეიცნობა, რთული სიტყეა სემანტიკურ მთლიანობად არის ქცეული(თავსლაფი, ცისკარი, გულხელდაკრეფილი, ჭირისუფალი…). არცთუიშვიათად ამგვარი მასალის კომპონენტური ანალიზი ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ძიებას მოითხოვს (ჭიშკარი, წისქვილი, ცამეტი…)

კომპოზიციის პროცესი სემანტიკური და ფორმობრივი თვალსაზრისით გარკვეულ სტრუქტურულ მოთხოვნებს ექვემდებარება. უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ყველა მეტყველების ნაწილს არა აქვს კომპოზიციაში მონაწილეობის ერთგვარი უჩარი. ხშირია სახელების (მსაზღერელ-საზღვრულთა) გაკომპოზიტება (დედაბოძი, ქინძისთავი, ცისკარი…): ჭარბობს პრეპოზიციური წყობის შემთხვევები, თუმცა ამ თვალსაზრისით სხვადასხვაგვარი ისტორიულ ვითარების გათვალისწინებაა აუცილებელი. ამავე დროს, შენიშნულია ტენდენცია, რომ კომპოსიტის პირეელი კომპონენტი მეორეზე მოკლე იყოს.

კომპოზიციის პროცესში ხდება ცალკეულ ფუძეთა და ფორმათა მორფოლოგიური და ფონოლოგიური სტრუქტურების ურთიერთგავლენით განპირობებული მორფონოლოგიური ცვლილებები, რაც ხშირად კომპოზიტთა კომპონენტური შედგენილობის დაბინდვის მიზეზად გვევლინება (ჭიშკარი – ბჭის-კარი, თაყვანისცემა + თავ-ყანის-ცემა წისქვილი – წყლის-ფქვი-ი.)

შესაბამის პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა ენობრივი საკითხის გათვალისწინებით, კომპოზიცია სიტყვათწარმოების, სიტყვათშემოქმედების ერთ-ერთი რთული და საინტერესო უბანია, რომელსაც, წმინდა ლექსიკოლოგიურის გარდა, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ისტორიულ, ეთნოფსიქოლოგიურ მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისითაც -(შდრ.: ცისკარი, თაყვანისცემა, მამასისხლად, გულისხმა… აგრეთვე გეოგრაფიულ, მცენარეთა სახელები და მისთ…

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები