კომუნიკაციის მიმართულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომუნიკაციის მიმართულება - ადგილმდებარეობის (აკვატორიის) და მის თავზე საჰაერო სივრცის ზოლი (ზონა), სადაც სამხედროების კომუნიკაციების გზები გადის.
ყოველი კომუნიკაციის მიმართულება მოიცავს ისეთი რაოდენობის გამჭოლ ფრონტალურ გზებს, საჰაერო ტრასებს, წყალსანაოსნო გზებს, მილსადენის ხაზებს, რომ უზრუნველყოფს საჯარისო და სხვა გადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესრულებას; ასევე - საჯარისო გადაზიდვების გადართვას ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორეზე, კომპლექსურ ტექნიკურ დაფარვას, აღდგენითი სამუშაოების სწრაფ განხორციელებას, ვიწრო ადგილების და ბარიერული ზღუდეების გადალახვას.
კომუნიკაციის მიმართულებები მომავალი მოქმედების ზოლში მათი შესაძლებლობის ზრდის გათვალისწინებით ინიშნება.