კომში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომში, (ბია) – (ლათ. Cydonia), მრავალწლოვანი მცენარე ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. სიმაღლე 1,5-დან 4—5 м მ.-მდე. ქერქი თხელია, ქერცლიანი, ღეროზე და ძველ ტოტებზე მუქი ნაცრისფერი, მოწითალო-ყავისფერი ან შავ-ყავისფერი. ყლორტები რუხი-მწვანეა. ნაყოფი ყვითელია, შებუსული ან შეუბუსავი. რბილობი მოთეთროა, მოტკბო-მომჟავოე, არომატული.
მცენარე ერთ-ერთი უძველესი ხილის კულტურაა. კავკასია კომშის სამშობლოდ ითვლება, საიდანაც იგი მცირე აზიაში გავრცელდა, შემდეგ კი ძველ საბერძნეთსა და რომში.
საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს.