კონგლომერატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონგლომერატი - (conglomerate, <ლათ. conglomeratus თავმოყრილი, შეგროვილი), ეკონომიკური გაერთიანების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 50-იან წლებში; გაერთიანება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის საწარმოებისა, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირი წარმოებრივი კოოპერაციით არ არიან დაკავშირებულნი, აწარმოებენ და ყიდიან ფართო ასორტიმენტის საქონელს.