კონდოტიერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონდოტიერები (იტალიური - condottieri), XIV-XVI საუკუნეების იტალიაში დაქირავებული სამხედრო რაზმების მეთაურები, რომლებიც მეფე-მთავრებისა და რომის პაპების სამსახურში შედიოდნენ. XIV საუკუნის ბოლომდე ისინი უპირატესად უცხოელი რაინდები იყვნენ, შემდეგ კი - იტალიელები. კონდოტიერთა რაზმები ძირითადად ცხენოსანი მეომრებისაგან შედგებოდა.