კონკორდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონკორდია – (რომ.) სახელმწიფოს მოქალაქეთა თანხმობის განმასახიერებელი ქალღმერთი რომში.
კონკორდიას პატივსადები ზეიმები იანვარსა და მარტის თვეში იმართებოდა რომაელთა დედაქალაქში. აქ ძვ.წ. IV საუკუნეში აუგეს მას პირველი ტაძარი. კონკორდიას წარმოსახავდნენ მოწიფულ ქალად, რომელსაც მარცხენა ხელში სიუხვის რქა, ხოლო მარჯვენაში – ზეთისხილის რტო ეკავა.