კონსენსუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსენსუსი – ტერმინი „კონსენსუსი“, როგორც წესი, განსაკუთრებული ყაიდის თანხმობას ნიშნავს. ჯერ ერთი, იგულისხმება ფართო შეთანხმება, რომლის პირობებიც პიროვნებათა თუ გარკვეულ ჯგუფთა ფართო სპექტრისათვისაა მისაღებია; მეორეც – ზუსტი და პირდაპირი შეთანხმებისაგან განსხვავებით, ის ფუნდამენტალურ და ძირეულ პრინციპზე მორიგებას გულისხმობს — სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, კონსენსუსი წვრილმან უთანხმოებებს არ გამორიცხავს.

ტერმინი „კონსენსუსის პოლიტიკა“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება: პროცედურული კონსენსუსი — ეს კონსულტაციებისა და გარიგებების გზით გადაწყვეტილების მიღების სურვილია ― პოლიტიკურ პარტიებს, ან მთავრობასა და ძირითად ინტერეს-ჯგუფებს შორის. არსებითი კონსენსუსი კი ორი ან მეტი პარტიის იდეოლოგიური პოზიციების თანხვდომას გულისხმობს — ძირითად პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ამის მაგალითებია 1945 წლის შემდგომი სოციალურ-დემოკრატიული კონსენსუსი დიდ ბრიტანეთში და სოციალურ-საბაზრო კონსენსუსი — გერმანიაში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები