კონსერვაცია (სამხედრო ტექნიკის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსერვაცია სამხედრო ტექნიკის - (ლათინური - conservation), ტექნიკური ღონისძებების კომპლექსი, რომელიც ხანგრძლივი შენახვის და ტრანსპორტირების დროს სამხედრო ტექნიკის კოროზიისგან, დაძველებისა და ბიოლოგიური დაზიანებისგან დასაცავად ხორციელდება.

ამ მიზნებისთვის ყველაზე ფართო გამოყენება პოვა საკონსერვაციო ზეთებმა და საპოხებმა, სამუშაო-საკონსერვაციო ზეთებმა, ინჰიბირებულმა (დამცავმა) აპკწარმომქმნელმა ნავთობის შედგენილობამ, ინჰიბირებულმა დაფარვამ, კოროზიის საკონტაქტო და აქროლადმა ინჰიბიტორებმა, სპეციალურმა ბიოციდურმა შედგენილობებმა, დამცავმა გარემომ (გარსებმა, რომლებიც ივსება ნეიტრალური აირით, ინჰიბირებული მშრალი ჰაერით).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები