კონსტანტინე ამირაჯიბის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (საბარგოს დასახლება); ნოე ხომერიკის ქუჩიდან ყვარლის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ადრე საბარგოს დასახლების VI ქუჩა ერქვა, შემდეგ კონსტანტინე ამირაჯიბის სახელი ეწოდა.
წყარო
ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები