კონსტანტინიდი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ კონსტანტინიდი

ვლადიმერ კონსტანტინიდი – (Vladimer Konstantinidi), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში (2009-2012), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში – აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ტონგას სამეფოში და კირიბატის რესპუბლიკაში. (2012-2017).

დაიბადა 24 ნოემბერი, 1972 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

აკადემიური საქმიანობა:
თბილისის ღია უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

სამუშაო გამოცდილება:
2020-წლიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – მინისტრის მოადგილე;
2018-2020 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2017-2018 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე;
ავსტრალიის თანამეგობრობასა და ოკეანეთში ელჩობის პერიოდში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მისიის აქტიური მუშაობის შედეგად აკრედიტაციის ქვეყნებმა – ვანუატუ (2013) და ტუვალუ (2014) გააუქმეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება, ასევე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ოკეანეთის ქვეყნებთან;
2008 – ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, საქმეთა დროებითი რწმუნებული;
2005-2008 – ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, კონსული;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი;
2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2001-2004 – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გენერალური ინსპექციის უფროსი;
2000 – სხვადასხვა პერიოდში, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს უფროსი, კადრების განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი;
1996-1999 – საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, მთავარი სპეციალისტი;
1989-1995 – სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა: თბილისის საქალაქო სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამთავრობო ობიექტების დაცვის სამსახური.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები