კონტაქტური ტრალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონტაქტური ტრალვა - კონტაქტური ტრალით ღუზიანი ნაღმის ტრალვის მეთოდი. მისი ბუქსირება ხდება გათვალისწინებულ სიღრმეზე. ტრალით ნაღმსაბამზე ღუზასთან ნაღმის შემაერთებელი გვარლის (ბაგირის) მოდებისას მტრალავს ბუქსირით მიაქვს ნაღმები თავთხელ (დაბალი წყალი) რაიონებში, სადაც ისინი თავისუფლდებიან ტრალისგან და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდებიან. თუ ტრალს აქვს დანები, ისინი გადაჭრიან ნაღმსაბამებს, რის შემდეგ ნაღმები ასევე ამოტივტივდება. ორივე შემთხვევაში მცურავ ნაღმებს ანადგურებენ მცირეკალიბრიანი ქვემეხების ცეცხლით ან ასაფეთქებელი ვაზნების მეშვეობით.