კონტრაბასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტრაბასი – (იტალ. contrabasso), ვიოლინოს ოჯახში ყველაზე დიდი ზომის (დაახლ. 2მ.) და დაბალი ჟღერადობის, სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი, აქვს კვარტაზე აწყობილი 4 სიმი. არსებობს 3 და 5 სიმიანი კონტრაბასიც. უკრავენ ფეხზე დამდგარნი. კონტრაბასი უპირატესად საორკესტრო და საანსამბლო საკრავია. ზოგჯერ იხმარება სოლო შესრულებისათვის (ცნობილი ვირტუოზებია: ჯ. ბოტეზინი, ს. კუსევიცკი, ფ. გერტოვიჩი და სხვ.). კონტრაბასი ეწოდება აგრეთვე დაბალი რეგისტრის მუსიკალური საკრავების ყოველგვარ ნაირსახეობას (კონტრაბასი-ტრომბონი, კონტრაბასი-ტუბა, კონტრაბასი-ბალალაიკა და სხვ.).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები