კონტროლირებადი ფსიქოაქტიური საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტროლირებადი ფსიქოაქტიური საშუალებები - (controlled sub-stance), ფსიქოაქტიური ნივთიერებები ან მათი წინამორბედები, რომელთა გავრცელებაც აკრძალულია კანონით ან შეზღუდულია სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიების მიერ.

ასეთ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალი სხვადასხვა ქვეყანაში რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან.

აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღსანიშნავად, რომლებსაც მოიცავს ფსიქოაქტიური ნივთიერებების საერთაშორისო კონვენციები (ნარკოტიკებზე 1961 წლის ერთიანი კონვენცია და მასში 1972 წელს შეტანილი პროტოკოლური ცვლილებები, ფსიქოტროპულ საშუალებებზე 1971 წლის კონვენცია, 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ) როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ დონეზე (მაგ., აშშ-ის 1970 წლის კანონი კონტროლირებად ნივთიერებებზე) კონტროლირებადი ნივთიერებების მიღებაზე დაწესებული სხვადასხვა დონის შეზღუდვები.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები