კონტროლი ალკოჰოლზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონტროლი ალკოჰოლზე - (alcohol control)
1. ყველაზე ხშირად – შეზღუდვები ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გაყიდვაზე, რომლებსაც აწესებენ სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებები (კონტროლი ალკოჰოლურ სასმელებზე).
2. ზოგიერთი სამეცნიერო დისკუსიის ფარგლებში – სახელმწიფო ზემოქმედების ფორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ზემოქმედებისათვის, მისი მიზნისაგან დამოუკიდებლად.
3. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აღნიშნული ტერმინი გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც მიმართულია იმ დაავადებათა მიმართ, რომელთა გამომწვევ რისკ-ფაქტორს ალკოჰოლი წარმოადგენს (აღსანიშნავია, რომ ტერმინი პოლიტიკა, ალკოჰოლთან მიმართებაში, ამ მხრივ უფრო ზუსტია).