კონტროლი დარღვეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონტროლი, დარღვეული - (control, impaired), ინდივიდის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების უნარის დაქვეითება, რაც გამოიხატება ამ ნივთერებების მიღების დასაწყისში, დოზასა და დასასრულში.
დსკ მე-10-ის მიხედვით, ამ კონტროლის დარღვევა წარმოადგენს დამოკიდებულების სინდრომის არსებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს. კონტროლის დაქვეითება განსხვავდება კონტროლის დაკარგვისაგან, რომელიც გულისხმობს, რომ აღნიშნული ფენომენი გვხვდება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში.