კონფაბულაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონფაბულაცია - (confabulation) მეხსიერების დარღვევა, რომელიც აღინიშნება ნათელი ცნობიერების ფონზე და ხიასიათდება ცრუ მოგონებებით წარსულ მოვლენებსა და საკუთარ გამოცდილებაზე. ცრუ მოგონებები, ჩვეულებრივ, ცუდად ორგანიზებულია და იმისათვის, რომ მათი პროვოცირება მოხდეს, აუცილებელია დამატებითი სტიმული; იშვიათად, შეიძლება იყოს მყარი და სპონტანურად აღმოცენდეს; ზოგჯერ აქვს გრანდიოზულობის ტენდენცია. ჩვეულებრივ, კონფაბულაცია აღინიშნება ორგანული ამნეზიური სინდრომების (მაგ., კორსაკოვის სინდრომი) დროს. მისი გამოჩენა და განვითარება შეიძლება იატროგენულ ბუნებას ატარებდეს. არ უნდა მოხდეს მისი აღრევა შიზოფრენიისათვის დამახასიათებელ მეხსიერების ჰალუცინაციებთან ან pseudologia fantastica-სთან (Delbruck–ის სინდრომი).