კონფუციანიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონფუციანიზმი − კონფუცისა (551-479 ჩვ. წ. აღ-მდე) და მისი მოწაფეების მიერ შექმნილი ეთიკური სისტემა, რომელმაც „კრებულის“ (The Analects) სახით მოაღწია ჩვენამდე. კონფუცის ნააზრევი, ძირითადში, ორ ჯვარედინ თემას — ადამიანურ ურთიერთობებსა და პიროვნული „მე“ -ს სრულყოფას მოიცავს. ე.წ. „რენ“ (კაცთმოყვარეობა ან სიყვარული) გაგებულია როგორც იმგვარი ტრადიციული იდეებისა და ფასეულობებისადმი ერთგულება, როგორიცაა უფროსისადმი მოწიწება, პატივისცემა, ერთგულება და რიდი; ხოლო „ჯუნც“ (სათნო ადამიანი) ცოდნის შეძენის გზით პიროვნული განვითარებისა და სრულყოფის შესაძლებლობას გულისხმობს. კონფუციანიზმს, ტაოიზმსა და ბუდიზმს ჩინური აზროვნების სამ უმთავრეს სისტემად მიიჩნევენ, თუმცა ბევრი კონფუცის მოძღვრებას ზოგადად ჩინურ ცივილიზაციასთან აიგივებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები