კოორდინატები მრუდწირული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები მრუდწირული – ეს სახელწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ ზედაპირზე (სიბრტყეზე) აღებული საკოორდინატო u და V წირები არიან მრუდები და არა წრფეები.

მრუდწირული კოორდინატების შემოღება ზედაპირზე საშუალებას იძლევა ზედაპირთა გეომეტრიული თვისებების შესასწავლად გამოვიყენოთ დიფერენციალური გეომეტრიის მეთოდები; გარდა ამისა, ამარტივებს ზოგიერთი ინტეგრალის გამოთვლას.

მრუდწირული კოორდინატები პირველად იაკობ ბერნულიმ შემოიღო (1691). ერთი წლის შემდეგ მათ „კოორდინატები“ უწოდა ლაიბნიცმა. მრუდწირული კოორდინატები მალევე გახდა მეცნიერთა „სამუშაო იარაღი“; XVII საუკუნეში შეეძლოთ მხოლოდ ალგებრული გამოსახულების გაწარმოება, ამიტომ სპეციალური მრუდწირული კოორდინატების შერჩევის გზით საჭირო მრუდების განტოლებები ყოველთვის დაჰყავთ ალგებრულ სახეზე (ლაიბნიცი, ნიუტონი, ლოპიტალი).

გაუსის სახელთან არის დაკავშირებული მრუდწირული კოორდინატები ზედაპირზე.

სივრცეში მრუდწირული კოორდინატები პირველად შემოიღო ლამემ (1833), რომელთაც იგი ფართოდ იყენებდა მათემატიკური ფიზიკის კვლევისას; ამ თემაზე შედგენილი სტატიები გახდა საფუძველი ნაშრომისა „ლექციები მრუდწირულ კოორდინატებზე და მათ მრავალმხრივ გამოყენებაზე“ (1859), რომელმაც უკვდავჰყო ამ კოორდინატების სახელწოდება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები