კოორდინატები სფერული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები სფერული − სამი სიდიდე r, φ, ϑ, რომლებიც განსაზღვრავენ წერტილის მდებარეობას სივრცეში.

Kordinatebi sferuli.PNG

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კოორდინატებს ძველთაგანვე იყენებდნენ ასტრონომიაში, პირველი ცდა სფეროზე წირი განესაზღვრათ განტოლებით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წერტილის სფერულ კოორდინატებს, მიეკუთვნება 1796 წელს. დაახლოებით 1830 წელს გერმანელი მათემატიკოსი გუდერმანი (ვაიერშტრასის მასწავლებელი) და ინგლისელი მეცნიერი დევისი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ავითარებენ ანალიზურ გეომეტრიას სფეროზე.

ფორმულები

x= r cosφ∙cosϑ, y= r sinφ∙cosϑ, z=r sinϑ,

რომლებიც გამოსახავენ კავშირს დეკარტის და სფერულ კოორდინატებს შორის, მიიღო ლაგრანჟმა (1773). ამ ფორმულებით სარგებლობდა მონჟი (1802). დამოკიდებულება, რომელიც აკავშირებს სფერულ კოორდინატებს დეკარტის მრუდწირულ კოორდინატებთან გამოიყვანა ფიზიკოსმა ომმა (1849).

სახელწოდება „სფერული კოორდინატები“ (Kugelkoordinaten) შემოიღო ბალცერმა (1882); ეს იმით აიხსნება, რომ საკოორდინატო ზედაპირებს შორის სფეროთა ოჯახიც შედის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები