კოპალას ქვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოპალას ქვა – დევებთან მებრძოლ კოპალას საჯილდაო ქვა, რომელიც კართანის მცირე ველზე აგდია არაგვის მარჯვენა ნაპირას. ხალხური გადმოცემა მოგვითხრობს: გზადაკარგული კოპალა ციხე-გორს დევებთან მისულა და ღამე გაუთევია. დილით დევებს სავარჯიშო ლოდების სროლა დაუწყიათ. კოპალასაც მიუღია მონაწილეობა და უზარმაზარი ლოდი შორს გაუტყორცნია. დევები შეშინებულან. კოპალას ისინი გაუჟლეტია, მათი ციხე-დარბაზები და საცხოვრებელი დაუჭერია. საჯილდაო ქვაც დავლად დარჩენია. კართანაში უფრო გახვივებული დევები ცხოვრობდენ თურმე. ერთი ციხე-გორს წასულა და კოპალას ქვა მოუპარავს. გმირი კოპალა დაწევია, ისარი უსვრია, ქვა დაუგდებინებია და დევიც მოუკლავს. ხევსურეთსა და უკანა ფშავში მიმავლებს ახლაც უჩვენებენ ერთ დიდ ქვას კოპალას ქვის სახელით.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ხალხური სიბრძნე, III, 1964; გვ. 190;
- ქართული ხალხური პოეზია. I, 1972;
- თ. ოჩიაური, მითოლ. გადმოცემები, 1967, გვ. 42;
- ვაჟა-ფშაველა, თხზ. IX, 1969, № გვ. 77-78.