კორდისკბილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორდისკბილა

კორდისკბილა - (Euphrasia amblyodonta Juz.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ერთწლიანი პატარა ზომის მცენარეა, სიმაღლით – 2-10 სმ. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, მარტივი ან დატოტვილი, ტოტები მოპირისპირედ არის განლაგებული, ხუჭუჭა ბეწვით შემოსილი. ფოთლები კვერცხისებურია, 1-2 ნიჩბისებური ნაკვთით თითოეულ მხარეზე. ყვავილედი თავაკისებურია. ყვავილები თეთრია, ზოგჯერ ლილისფერი ზედა ტუჩით, ზედა ტუჩს იისფერი ზოლები ჩასდევს და ყვითელი ლაქა ახასიათებს. ყვ. ნაყ. VII-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ალპურ მდელოებსა და მორენებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია აბანოს უღელტეხილზე. ცნობილია სამეგრელოში, რაჭასა და ქართლში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები