კორდონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კორდონი - (ფრანგული Cordon – ზონარი, ლენტი), მცირე სასაზღვრო პოსტი XVIII-XIX საუკუნეებში.
1. გარკვეული ხაზის ან სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ ჯარების მცირე რაზმებად გაშლილი განლაგება. მაგალითად, გამაგრებული საგუშაგოების ხაზები რომის იმპერიის განაპირა მხარეებში;
2. სასაზღვრო ან გადამღობი რაზმი, აგრეთვე მისი მდებარეობის ადგილი.
ტერმინი „კორდონი” დღესაც იხმარება საფრანგეთის და ზოგიერთ სხვა არმიებში. ზოგჯერ კორდონი ეწოდება ტყეებისა და ნაკრძალი ზონების დამცველ პოსტებსაც.