კორკელია კონსტანტინე
კონსტანტინე კორკელია – (Konstantine Korkelia), ქართველი დიპლომატი, 2007-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2013-2017 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოსთან.
დაიბადა 11 აპრილი, 1974 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
2000-2003 – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1999-2000 – საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი (LL.M) (წარჩინებით), იურიდიული ფაკულტეტი, ლეიდენის უნივერსიტეტი, ლეიდენი, ნიდერლანდები;
1998-1999 – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1991-1997 – სამართალმცოდნე (წარჩინებით), იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
2005-2007 – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
2005 – მდივნის მოადგილე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო;
2000-2002 – საქართველოს გენერალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იუსტიციის სამინისტრო;
1998-2000 – დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1998 – უფროსი, მრავალმხრივ ურთიერთობათა სამმართველო, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1997-1998 – უფროსის მოადგილე, მრავალმხრივ ურთიერთობათა სამმართველო, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1997 – პირველი მდივანი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1996-1997 – მესამე მდივანი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1995 – ატაშე, საერთაშორისო სამართლის დეტარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1993-1995 – სტაჟიორი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პუბლიკაციები:
არის 55 აკადემიური ნაშრომის ავტორი ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის სფეროში.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
ლატვიის პრეზიდენტის სამი ვარსკვლავის ორდენი.