კორმაღალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორმაღალი – (2013 წლამდე კვირიკე), სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 160 მეტრი, სამტრედიიდან 18 კმ.

სახელწოდება

სოფელს თავდაპირველი ფორმა კორმაღალი ყოფილა. ასეა იგი დღეს დაცული ადგილობრივ მცხოვრებთა მეტყველებაშიც: „გევიდა, თუ იცი, კორმაღალის ავტობუსი?“ „არ ხარ ჯერეთ ნამყოფი კორმაღალში? ძანიალი კაი სოფელია კორმაღალი“ (ზურაბ იოსების ძე კახიანი, ს. ჯიქთუბანი, 1987 წ.).

ტოპონიმის პირველი ფუძე კორ-, ჩვენი ფიქრით, სიტყვა რკო უნდა იყოს, მეტათეზისის გზით მიღებული: რკო – კორ, ალბათ მომდევნო მ-ანის გავლენით. მაშასადამე კორმაღალი უნდა გავიგოთ როგორც „რკომაღალი“; ოღონდ იგი ნიშნავს არა მუხის ხეს („მუხამაღალი"), არამედ რკოს ჯიშის ვენახს: „ადგილი, სადაც რკოს ჯიშის მაღლარი ვენახი ყოფილა გაშენებული“. საინტერესოა, რომ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ლექსიკაში დღესაც დასტურდება ვენახის ერთ-ერთი სახეობის, ჯიშის აღმნიშვნელი სიტყვა რკო. რკოვენახი შავ ყურძენს ისხამს; იგი იშვიათ ჯიშებს განეკუთვნება. ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი კორმაღალი ანუ იგივე რკომაღალი უნდა ნიშნავდეს: „ადგილი, სადაც რკოს ჯიშის მაღლარი ვენახი ყოფილა გაშენებული“; „მაღლობი ადგილი, სადაც რკოვენახი ხარობს“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები