კორნაპელი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კორნაპელი გიორგი − (1932 − 1997), ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი − კაპანაძე. დაიბადა სოფელ პირველ სვირში (ზესტაფონი). 1950 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1957 წელს — ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „ლურჯი სათიბი“, აგრეთვე წიგნები: „გაზაფხულის ზარები“, „ზღვის ტაძარი“, „ჟამი სინათლისა“, „მარადიული პაემანი“ და სხვა. გიორგი კაპანაძის პოეტური აზროვნება გამოირჩევა ფანტაზიით და მეტაფორულობით. დაკრძალეს მშობლიურ სოფელში, არა სასაფლაოზე, არამედ, ანდერძისამებრ, ე.წ. კორნაპის სერზე.
- ეს გაზაფხული
- ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი
- და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.
- უცხო მზეები, უცხო მზეები
- დამიძახებენ უცხო მიწებზე.
- ეს გაზაფხული ტბორდება მწვანედ.
- მწვანე ტოტებად, მწვანე ბალახად,
- დადის სიცოცხლე ყველაზე დიდი
- ყველა წყვდიადი რომ გადალახა.
- ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი
- და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.
- უცხო მზეები და გაზაფხული
- დამიძახებენ უცხო მიწებზე.