კორო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორო - (koro), შიში ან დაჯერებულობა იმაში, რომ სასქესო ორგანოები (მაგალითად, პენისი, საკვერცხეები, სარძევე ჯირკვლები, ძუძუს თავები) შემცირდება ან შევა სხეულის სიღრმეში, რაც, მათი გაქრობის შემთხვევაში, გამოიწვევს სიკვდილს. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

კორო არის პანიკური აშლილობის მსგავსი მდგომარეობა, რომელსაც აზიელ, უფრო ხშირად კი, ჩინელ მამაკაცებთან ვხვდებით. გუანჩჟოუს (ჩინეთი) მცხოვრებნი მას suk-yeong-ს უწოდებენ, რაც პენისის დაპატარავებას ნიშნავს. პიროვნება 30 წუთის ან 1-2 დღის განმავლობაში განიცდის ძლიერ შფოთვას, რომლის დროსაც ის გახშირებულ გულისცემას, ოფლიანობას, პერიკარდიალურ დისკომფორტსა და კანკალს უჩივის. ამავდროულად, პიროვნება დარწმუნებულია, რომ მისი პენისი თანდათანობით მუცლის ღრუში შედის და რომ იგი ამ პროცესის დასრულებისთანავე მოკვდება. კოროს ეპიზოდები უმთავრესად ღამით, ზოგჯერ კი სქესობრივი აქტივობის შემდეგ იჩენს თავს. შიშის გამო პაციენტმა შეიძლება პენისი რაიმე საგანს მიამაგროს ან სხვა ადამიანს სთხოვოს მისი დაჭერა. ასეთი რწმენა პანიკის შეტევის დროს განცდილი შიშის ანალოგიურია, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას გული დაუზიანდება და ამის გამო მოკვდება. კოროს ეპიდემიები აღწერილია იმ ადამიანებთან, რომლებთანაც შფოთვა სოციალური სტრესორებით ან ცრურწმენებით არის გამოწვეული (Tseng et al., 1988). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები