კორობორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორობორე – ავსტრალიელ აბორიგენთა მაგიურ-ტოტემური რიტუალი, რომელსაც ახლავს რიტმული ცეკვა და სიმღერა. ტრადიციულად ტარდება ღამით, სავსე მთვარის ან კოცონის შუქზე. შემსრულებლები სხეულს იხატავენ ნახშირით ან მცენარეული საღებავით, ირთვებიან ბუმბულებით და იკეთებენ კუდს. მითოლოგიური სიუჟეტების გარდა, მოქმედება აგებულია აბორიგენთა ყოფის, ნადირობის და სხვა შრომითი პროცესების იმიტაციაზე. ასახავს შეხვედრას თეთრკანიან დამპყრობლებთან, შეჯახებას პოლიციასთან (და ა.შ.). კორობორე პირველყოფილი თეატრის თვალსაჩინო ნიმუშია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები