კოროშეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოროშეთი – ნასოფლარი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბავრის აღმოსავლეთით. როგორც ჩანს, ოდითგანვე განთქმული იყო სათიბ-საძოვრებით, რის შესახებაც ხალხური გამონათქვამიც მეტყველებს: „კოროშეთს თივა მოვთიბე, ოლდან დამიძირია”-ო. ოლდანი ასევე ნასოფლარი ყოფილა.