კორო ჟან ბატისტ კამილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟან ბატისტ კამილ კორო – (Camille Corot, 1796-1875) სოფლის ცხოვრების ამსახველი ფერწერული ნამუშევრები განსხვავებულ, უფრო რომანტიკულ და ნაკლებად პოლიტიკურ მიდგომას ავლენს. კარიერის ადრეულ პერიოდში შექმნილი ისტორიული ლანდშაფტების შემდეგ, კორო რურარული საფრანგეთის უფრო ინტიმური და "ნატურალისტური" სცენების შესრულებას არჩევს. მისი სურათი პირველი ფოთლები მანტის მახლობლად ადრეული გაზაფხულის ნისლჩამოწოლილი ტყის ხედს ასახავს. კოროს მსუბუქი ფერწერული მონასმებით შესრულებული ახლადგამოსული ფოთლები და ამოწვერილი ბალახი, მწვანე ბუჩქნართან ერთად, რომლებიც ხეების ტანისა და ვარჯების ვერტიკალურ, გახევებულ ფორმებს უპირისპირდება, გაზაფხულის ნათელი დღის ლირიკულ განწყობილებას ქმნის. გზაზე, რომელიც ტილოს უკანა პლანზე მიიკლაკნება, ქალი და კაცი სასაუბროდ შეჩერებულან. სურათის ქვედა მარჯვენა მხარეს კი ტყეში ქალი მუშაობს. კოროთითქოს სურათის სივრცეში გვიწვევს სუფთა, გამჭვირვალე ჰაერის შესაგრძნობად. სოფლის მშვიდობიანი ცხოვრების ამსახველი ეს სურათები მიმზიდველი აღმოჩნდა 1848 წლის რევოლუციის ქაოსის შემდეგ მზარდ, ხალხმრავალ და ხმაურიან მეტროპოლისში მაცხოვრებელი პარიზელებისთვის.