კოსინუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოსინუსი – ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია, აღინიშნება cosx სიმბოლოთი. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის კოსინუსი ეწოდება ამ კუთხესთან მიმდებარე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან.

კოსინუსის განსაზღვრის არეა მთელი რიცხვითი წრფე (∞<x<+∞). კოსინუსის მნიშვნელობათა არეა [-1;+1] სეგმენტი. კოსინუსი ლუწი, შემოსაზღვრული და პერიოდული ფუნქციაა.

ტერმინი „კოსინუსი“ არის შემოკლებული გამონათქვამისა complementi sinus, ე.ი. „დამატების სინუსი“ (უფრო ზუსტად „დამატებითი რკალის სინუსი“). ეს ტერმინი, ისევე, როგორც ტერმინი „კოტანგენსი“ შემოიღო ინგლისელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა, საანგარიშო სახაზავის გამომგონებელმა გენტერმა (1620). იმ დროის ინგლისელმა მათემატიკოსებმა ეს ტერმინი დიდხანს არ აღიარეს. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყეს მათი გამოყენება (1635, 1671).

როგორც წესი, იყენებდნენ შემოკლებულ აღნიშვნებს: sico ან sineCo, S’, S* და სხვ., (ისევე როგორც tanCo, TCo, tco). დღეს მიღებული აღნიშვნა პირველად გამოიყენა იოჰან ბერნულიმ ეილერისადმი მიწერილ წერილში (1739). ეილერმა ისინი ჩათვალა ყველაზე მოხერხებულ აღნიშვნად. სწორედ ეილერის ავტორიტეტმა შეუწყო ხელი, რომ ეს აღნიშვნები გახდა საყოველთაო.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები