კოსმოსური აპარატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოსმოსური აპარატები - კოსმოსში მიზნობრივი ამოცანების შესასრულებლად განკუთვნილი საფრენი აპარატების საერთო სახელწოდება. შეიძლება იყოს დედამიწის ირგვლივი და საპლანეტთაშორისო, სამეცნიერო-კვლევითი და გამოყენებითი, ავტომატური და პილოტირებადი.
კოსმოსური აპარატების ყველაზე გავრცელებული სახეობებია:
- ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური,
- დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი,
- კოსმოსური ხომალდი,
- ორბიტული სადგური,
- სატრანსპორტო ხომალდი.