კოსმოსური გეოდეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოსმოსური გეოდეზია − კოსმოსის ეპოქაში ჩამოყალიბებული სამეცნიერო დარგი, რომელსაც დასაბამი მიეცა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვების დღიდან (1957 წლის 4 ოქტომბერი). კოსმოსური გეოდეზია საკუთარი პროგრამის შესაბამისად, დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრთა საშუალებით მოპოვებული მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავების საფუძველზე იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: დაკვირვების ადგილების გეოცენტრული კოორდინატების განსაზღვრის საფუძვლეზე დედამიწის ფორმისა და ზომის დადგენა; კონტინენტების გეოდეზიური ურთიერთდაკავშირება; მზის დაბნელებისა და მთვარის მიერ ვარსკვლავების დაფარვის მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავება და სხვ.