კოსმოსური დაზვერვა
კოსმოსური დაზვერვა - ერთმანეთთან ორგანიზაციულად, ტექნიკურად და ინფორმაციულად დაკავშირებული თანამგზავრული კოსმოსური სისტემების და დედამიწისეული საშუალებების გამოყენებით გარკვეული სამხედრო ობიექტების, რაიონების, ჯარების დაჯგუფებების განლაგების და მდგომარეობის ამსახველი მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და მომხმარებლებისთვის გადაცემის ღონისძიებების კომპლექსი. სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) დაზვერვის შემადგენელი ნაწილი.
კოსმოსური დაზვერვის წარმოებისთვის გამოიყენება ხედვითი, რადიო და რადიოტექნიკური სისტემები. დაზვერვის ძალებსა და საშუალებებს იშველიებენ იმ მონაცემების მისაღებად, რომლებიც ეხება საკონტინეტთაშორისო რაკეტების, სამხედრო-საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის ჯარების დაჯგუფებებს, სახმელეთო ჯარების დისლოკაციას, საომარი მოქმედების თეატრის ოპერატიულ და საინჟინრო მოწყობას, აგრეთვე საზღვაო და სახმელეთო მიზნების ყოველგვარ ამინდში დაზვერვის წარმოებას, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მობილური გამშვები დანადგარების ძებნას და სტრატეგიული სისტემების იარაღის ბაზირების პუნქტების თვალთვალს.