კოსმოსური კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოსმოსური კავშირი - ინფორმაციის გაცვლა კოსმოსური კავშირის დედამიწისეულ სადგურებსა და კოსმოსურ აპარატებს შორის. კოსმოსური კავშირი ფართოდ გამოიყენება ტელემეტრიული, სატელეფონო, სატელეგრაფო, ფოტოსატელეგრაფო, სატელევიზიო და სხვა ინფორმაციის გადასაცემად. მისი სისტემები საშუალებას გვაძლევს, გადავწყვიტოთ რეგიონებს, ქვეყნებს, შორეულ რაიონებს შორის გლობალური კავშირის პრობლემა, უზრუნველვყოთ საიმედო მობილური კავშირი ჯარების (ძალების) ძირითადი დაჯგუფებების მოქმედების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე.

კოსმოსური კავშირის ორგანიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კოსმოსური კავშირის დედამიწისეული სადგურების გამოყენება. ყველაზე ფართო განვითარება კოსმოსურმა კავშირმა პოვა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში. აქ 80-იანი წლების დამდეგს შეიქმნა სამხედრო თანამგზავრული კავშირის ეროვნული სისტემები. ნატოს ძირითადი ქვეყნების სახმელეთო ჯარებში მშვიდობიანობის დროს კოსმოსური კავშირის გამოყენება გათვალისწინებულია მართვის ოპერატიულ-სტრატეგიულ რგოლში, ხოლო წვრთნების დროს და საშიშროების პერიოდში მართვის ტაქტიკურ რგოლსაც ემსახურება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები