კოსტანტი კახის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კოსტანტი კახის წამება" (853-856) — ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება. ავტორის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. მისივე ნათქვამის თანახმად, კოსტანტის თანამედროვე უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოში ან საბერძნეთში. კოსტანტისა და გადმოცემულ ამბავთა შესახებ მას მეტად ძუნწი ცნობები მოეპოვებოდა, ამიტომ თხრობა მოკლეა და მშრალი, დიდაქტიკური და თეოლოგიური აზრებით გავრცობილი. ნაწარმოებში ისტორიული ფაქტია ასახული: თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძე განუდგა ხალიფას. არაბთა ხელმწიფემ მის დასასჯელად ჯარი გამოგზავნა ბუღა თურქის სარდლობით. განდგომილი ამირა დამარცხდა. ბუღა თურქმა იგი მოკლა და 853 წლის 5 აგვისტოს თბილისი გადაწვა. ტყვეებს შორის იყო მხცოვანი დიდებული — კოსტანტი კახი. იგი ჯერ თბილისის ციხეში ჩაამწყვდიეს, შემდეგ ქალაქ სამარიაში გაუგზავნეს ხალიფას. აქ ქრისტიანობის გმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვეს. კოსტანტიმ უარი განაცხადა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდში ხალიფას მიერ მოგზავნილი „ცრუ მოძღვარნი“ კოსტანტის ეუბნებიან: „ჩვენცა ქრისტეანენივე ვიყვენით, არამედ ვერ შეუძლეთ წინააღდგომად ბრძანებასა მეფისასა. ამისთვისცა მოვიგეთ მისგან პატივი, ხოლო საუკუნესა მას ცხოვრებასა, ვინ უწყის, რაჲ უმჯობეს არს“. აქ კოსტანტის მაღალ ზნეობას ავტორი ფარისეველთა და სულმოკლეთა მდაბალ ბუნებას უპირისპირებს. ნაწარმოებს ბოლოში ერთვის საბერძნეთის მაშინდელი დედოფლის თეოდორას წერილი კოსტანტის შვილებისა და ნათესავებისადმი, რომელშიც ჩანს ბიზანტიის სწრაფვა — არაბებთან ბრძოლაში ქართველობა მიიმხროს და თავის გავლენას დაუმორჩილოს.

კახის წამება“ თარგმნილია ლათინურად.


ტექსტი

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 73–80.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები