კოტანგენსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოტანგენსი – ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია. აღინიშნება ctgx სიმბოლოთი. განისაზღვრება ფორმულით: ctgx = cosx / sinx.
კოტანგენსის განსაზღვრის არეა მთელი რიცხვითი წრფე, გარდა x=πn (nϵZ) წერტილებისა. კოტანგენსი შემოუსაზღვრელი, კენტი, პერიოდული ფუნქციაა, პერიოდით π.
მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის კოტანგენსი ეწოდება ამ კუთხესთან მიმდებარე კათეტის შეფარდებას ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტთან.
ტერმინი „კოტანგენსი“ შემოიღო ინგლისელმა მათემატიკოსმა გენტერმა (1620).
კოტანგენსს უფრო ადრე იყენებდნენ, ვიდრე ტანგენსს. არაბულ მათემატიკაში ისინი შემოიღო ალ-ბათანიმ (IX საუკუნეში), რომელიც ევროპელებისათვის უცნობი დარჩა. ევროპაში იგი კვლავ აღმოაჩინა ბრადვარდინმა (XIV ს), შემდგომ კი რეგიომონტანომ (1467).