კოტილოფორონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოტილოფორონი (Cotylophoron; ბერძნ. kotyle ღრუ + phoros მატარებელი) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Paramphistomata-ს ქვერაზმს.
Cotylophoron cotylophorum – სახეობა, პარაზიტობს ძროხეულის, ცხვრის, თხის, გარეული მცოხნელების ფაშვსა და ბადურაში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი. – მტკნარი წყლის მოლუსკები. პარამფისტომატების სხვა სახეობებთან ერთად არის პარამფისტომატოზების აღმძვრელი.