კოცებუ ავგუსტ ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავგუსტ ფრიდრიხ კოცებუ

ავგუსტ ფრიდრიხ კოცებუ − (გერმ. August Friedrich Ferdinand von Kotzebue, 1761-1819), გერმანელი მწერალი და დრამატურგი. დაწერა კომედიები, ტრაგედიები, მელოდრამები, ისტორიული დრამები, ფარსები, ვოდევილები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა სენტიმენტალურმა დრამამ „ადამიანების სიძულვილი და მონანიება“. მის პიესებს შორის გამოირჩევა „სიყვარულის შვილი“, „სიღარიბე და დიდსულოვნება“, „ორი კლინსბერგი“, „მიყრუებული ადგილი გერმანიაში“, „მზის ქალიშვილი“ (და სხვ.). იგი არის გერმანიაში მდაბიორთა კომედიის და მელოდრამის ჟანრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები