კოჭ-ამწე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოჭ-ამწე – ხიდური ამწის ნაირსახეობა, რომლის ელექტრული ან ხელის ტალი გადაადგილდება სავალ კოჭზე თვლებით. სავალი კოჭის ბოლოები აღჭურვილია სავალი ურიკებით, რომლებიც გადაადგილდება ამწისქვეშა სვეტებზე დაყრდნობილ კოჭებზე. კოჭამწის ტვირთამწეობა 5 ტ-მდეა.