კოჰერენტულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოჰერენტულობა (ლათ. cohaerens კავშირში მყოფი), რამდენიმე რხევის ან ტალღური პროცესის შეთანხმებული მიმდინარეობა დროში, რაც მათი შეკრებისას მჟღავნდება.
რხევები კოჰერენტულია: თუ მათი ფაზათა სხვაობა მუდმივი რჩება დროის მიხედვით და რხევათა შეკრებისას განსაზღვრავს მაჯამებელი რხევის ამპლიტუდას. (ნახაზზე A1 და A2 – ამპლიტუდებია, φ1 – φ2 ფაზათა სხვაობაა)