კრაისლერი ფრიც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიც კრაისლერი – (2 თებერვალი 1875, ვენა – 29 იანვარი 1962, ნიუ-ორკი) ავსტრიელი მევიოლინე და კომპოზიტორი. კომპოზიციაში მეცადინეობდა ლ. დელიბთან. 1888 გსატროლები გაიმართა აშშ-ში, 1893 მოსკოვში. მსოფლიოში სახელი გაითქვა ბერლინში გამოსვლებით (1899), 1939-იდან ცხოვრობდა აშშ-ში. კრაისლერის საშემსრულებლო მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მუსიკალურ ხელოვნებაში. როგორც კომპოზიტორს ეკუთვნის მცირე ფორმის სახასიათო პიესები („ვენის კაპრისი” „მშვენიერი როზმანი“ და სხვა), სავიოლინო და საფორტეპიანო პიესების სერია „კლასიკური ხელნაწერები“ (1905). ეს ნაწარმოებები თანამედროვე მევიოლინეთა რეპერტუარშიც არის.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები