კრაპოტკინი პეტრე
პეტრე კრაპოტკინი – (რუს. Пётр Алексе́евич Кропо́ткин, 1842-1921 წ.წ.), რუსი მეცნიერი, რევოლუციონერ-ანარქისტი, აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი.
ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან გატაცებული იყო კ. რიტერისა და ა. ჰუმბოლდტის თხზულებებით, რომელთა შრომებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. კროპოტკინმა მოაწყო ექვსი ექსპედიცია ჩრდილო ჩინეთში, მანჯურიაში, ამურზე, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ციმბირში. შორეულ აღმოსავლეთში და რუსეთისა და მონღოლეთის საზღვართან მან აღმოაჩინა ვულკანური ოლქები; მანვე დაამტკიცა, რომ სტანოვოის ქედი არ წარმოადგენს მთლიან ქედს, გადაჭიმულს იმიერბაიკალიდან დეჟნევის კონცხამდე. ფინეთსა და შვედეთში მოგზაურობის დროს გამოიკვლია მყინვარული ნაფენები და ამ გამოკვლევის საფუძველზე შექმნა თეორია მყინვარული პერიოდის შესახებ; ამ თეორიამ შექმნა ეპოქა გეოლოგის მეცნიერებაში. პ. ა. კრაპოტკინს ეკუთვნის სამი ორიგინალური თეორია:
1) აზიის კონტინენტის აგებულების თეორია;
2) თეორია მყინვარული პერიოდის შესახებ;
3) ევრაზიის შეშრობის თეორია (უკანასკნელ თეორიას თანამედროვე მეცნიერება უარყოფს).
პ. ა. კოოპოტკინის უმთავრესი შრომებია:
1) „კვლევა-ძიებანი მყინვარული პერიოდის შესახებ“;
2) ი. პოლიაკოვთან ერთად შეადგინა „1866 წ. ოლეკმავიტიმის ექსპედიციის ანგარიში“ და სხვ.