კრატერი (ჭურჭელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრატერი – (ძვ.ბერძ. κράτηρ, ნაწარმოებია სიტყვიდან κεράννυμι — „ვაზავებ“), ღვინისა და წყლის გადასაზიდად ძველი ბერძნები ხმარობდნენ საგანგებო ჭურჭელს, რომელსაც კრატერი ერქვა. ესაა დიდი ზომის ქვაბისებური ფორმის ორყურა ჭურჭელი. კრატერი, ისევე, როგორც ჰიდრია ბერძნულ კერამიკაში უძველესი ხანიდანაა (ე. წ. გეომეტრიული პერიოდიდან ანუ ძვ. წ. IX-VIII საუკუნიდან) გავრცელებული. საუკუნეების მანძილზე კრატერი შესამჩნევად იცვლიდა თავის ფორმას. ასე მაგ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში გვხვდება კრატერის სამი ძირითადი ნაირსახეობა: ა) ფართომუცლიანი ჭურჭელი, რომელსაც წყვილად ღეროს მაგვარი ყურები აქვს; ბ) ვოლუტისებურყურიანი კრატერი; გ) ზარხუფისებურმუცლიანი კრატერი.