კრეგი ედუარდ გორდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ გორდონ კრეგი

ედუარდ გორდონ კრეგი – (1872-1966), ინგლისელი რეჟისორი, მხატვარი, თეატრის თეორეტიკოსი.

იყო „წმინდა ხელოვნების“ აპოლოგეტი, უარყოფდა დრამატურგის და მსახიობის დამოუკიდებელ მნიშვნელობას, სპექტაკლის ერთადერთ შემოქმედად თვლიდა რეჟისორს, მსახიობში ხედავდა „ნიღაბს“, „ზემარიონეტს“, რეჟისორული კონცეფციის მხატვრულ განსხეულებას. შექმნა თეორიული ნაშრომები ცალკეული წიგნების და სტატიების სახით. მამა იყო ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი, არქეოლოგი და თეატრის მხატვარი – ედუარდ უილიამ გოდვინი, დედა – ცნობილი ინგლისელი მსახიობი ელენ ტერი. ედუარდი სამი წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ელენ ტერი ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ მსახიობს ჰენრი ირვინგს და პატარა ედუარდი თეატრის კულისებში გაიზარდა. 1889 წლიდან ედუარდ გოდვინი გახდა ედუარდ კრეგ გორდონი. სახელი ედუარდი მან აიღო მამისაგან, ჰენრი – ჰენრი ირვინგის საპატივცემულოდ, გორდონი – დედისაგან, ხოლო კრეგი შოტლანდიის მთების საპატივცემულოდ. კრეგ ედუარდ გორდონი ლიცეუმში სწავლის წლებიდანვე თამაშობდა საყმაწვილო და ახალგაზრდულ სპექტაკლებში. 1897 წლიდან კრეგი გატაცებულია ხეზე კვეთის ხელოვნებით და 1989 წლიდან მისი გრავიურების გამოფენები რეგულარუდ ეწყობა. 1900 წლიდან იბეჭდება მისი პირველი ნაშრომი თეატრის შესახებ და მისი გატაცება ხდება თეატრი. სპექტაკლები: „სიყვარულის ნიღაბი“ (1903), „ანცისი და გალათეა“ (1906), „აურზაური არაფრის გამო“ (1903), „ჰამლეტი“ (1911), „ბრძოლა ტახტისათვის“ (1926), „მაკბეტი“ (1928).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები