კრემისფერ-მოყვითალო არყა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრემისფერ-მოყვითალო არყა (ლათ. Lactarius resimus (Fr.) Fr. რუს. Груздь настоящий)
ქუდი – 5-15 სმ დიამეტრისაა, ამობურცულია, შემდეგ ძაბრისებრი, ლორწოვანი, ღია ფერის ზოლებით, კიდეები შებუსვილ-ბოჭკოვანი. თეთრია ან კრემისფერ-მოყვითალო, ფირფიტები – განიერი, მეჩხერი, თეთრი, მოყვითალო კიდეებით.
ფეხი – 5 სმ სიგრძისა და 2,5 სმ სისქისაა, ჩაღრმავებული, მოყვითალო ლაქებით, თეთრია.
რბილობი – თეთრი, მკვრივია. რძისმაგვარი სითხე ძალიან ცხარე, თეთრია, ჰაერზე ყვითლდება.
სპორები – 7-9X 5,5-7 მკმ, ხორკლიანი, მოყვითალო.
იზრდება წიწვოვან და არყნარ ტყეებში ზაფხულ-შემოდგომით. პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება დამწნილებული, წინასწარ დალბობის შემდეგ ძალიან პოპულარულია რუსეთში.